2026-10-18 01:26:28, 279 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, მასობრივი საპროტესტო აქციების დროს არეულობის დროს გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შემდეგ, ისტორიული მერიის სამრეკლო ჩამოინგრა.
ხანძარი 17 ოქტომბერს გაჩნდა მას შემდეგ, რაც შენობაში მეამბოხეების ჯგუფი შევიდა და ცეცხლი წაუკიდა. ალი მერიის ერთ-ერთ ფლიგელს, შემდეგ კი სახურავს მოედო. მეხანძრეებმა ხანძრის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილება სცადეს.
ლიმოჟის მერია 1883 წელს გაიხსნა და ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ სიმბოლოს წარმოადგენდა. შენობა საფრანგეთის ისტორიულ ძეგლად 1975 წელს გამოცხადდა. ცენტრალური კოშკი, რომელშიც საათი და სამრეკლო იყო განთავსებული, დაახლოებით 43 მეტრის სიმაღლის იყო.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან