08:55 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 11:19:38, 1500 ნახვა

საზოგადოება
გლდანის პირველ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

გლდანის პირველი მიკრორაიონის N14-N15 -N21 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 2 000  კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება.

პროექტის შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი,  დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არბა“ შეასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან  241 110  ლარია გათვალისწინებული.

გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ ოთარ გრიგოლიასთან  ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, პროექტის დეტალები გააცნო და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics