2020-01-25 14:52:18, 2300 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს.
„თანავუგრძნობ და სოლიდარობას ვუცხადებ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებსა და დაშავებულებს და მათ ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში საქართველო გვერდში უდგას თურქეთს“, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში ძლიერი მიწისძვრა გუშინ საღამოს მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო, რასაც ათეულობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. თურქეთის ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად 30 სახლი დაინგრა, დაზიანდა ათობით შენობა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვმა 20-ს მიაღწია, დაშავებულია ათასობით ადამიანი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან