|
2020-01-14 16:47:01, 2131 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - 2019 წელს სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
„2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3 771.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. წინა თვეების მსგავსად, მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერში, როდესაც ექსპორტი წლიურად 18.7 პროცენტით გაიზარდა და მისი მოცულობა 390.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა. „საქსტატის" წინასწარი მონაცემით, 2019 წელს სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად - 489.0 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 5 291.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. 2019 წელს სავაჭრო დეფიციტმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტს უტოლდება და წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ექსპორტის ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდინა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა, რომლებიც საქართველოს აქვს გაფორმებული სხვადასხვა ქვეყნებთან. მისი თქმით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში წარმოებული პროდუქციის (წმინდა ექსპორტი) ექსპორტმა - 2 113 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რომლის 86.8% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში განხორციელდა (დსთ 37%, ევროკავშირი 32%, თურქეთი 8%, ჩინეთი 8.4%, EFTA-3%), რაც 3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ რეჟიმით განხორციელებულ ექსპორტზე. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ევროკავშირში საქართველოში წარმოებული პროდუქციის წილი მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, DCFTA-ის ამოქმედებამდე, ევროკავშირის ექსპორტში ქართული წარმოშობის პროდუქციას 65% ეკავა, ხოლო ამჟამად უკვე ეს მაჩვენებელი 24 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 89%-ს აჭარბებს. მისი თქმით, ქართული პროდუქციის ექსპორტის დივერსიფიკაცია არამარტო მოცულობითი, არამედ სტრუქტურული მიმართულებითაც განხორციელდა. მაგალითად, თუ DCFTA-ის ამოქმედებამდე საქართველოდან ევროკავშირში ოთხნიშნა დონეზე 540-მდე სასაქონლო პოზიციის ექსპორტი ხორციელდებოდა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 700-მდე გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ საქონლის ექსპორტის დივერსიფიკაციასა და გაზრდასთან ერთად საქართველოდან ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 2019 წლის წინასწარი მონაცემებით 2014 წელთან შედარებით 43%-ით გაიზარდა და შეადგინა 809. „საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას. მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისგან მიღებული უპირატესობების გამოყენებას," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)