2020-01-13 15:58:28, 1262 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - იანვრის მეორე კვირის მონაცემებით, გრიპის ვირუსზე მიმართვიანობა და ჰოსპიტალიზაცია გაიზარდა
„იანვრის მეორე კვირის მონაცემებით, პირველ კვირასთან მიმართებით გვაქვს ზრდა როგორც მიმართვიანობის, ასევე ჰოსპიტალიზაციის კუთხით“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 22%-დან დაახლოებით 25,3 პროცენტამდე გაიზარდა.
„იანვრის მეორე კვირის მონაცემებით, პირველ კვირასთან შედარებით უმნიშვნელო ზრდა გვაქვს. პირველ კვირაში მიმართვიანობა ასი ათას მოსახლეზე 312-დან 191-ზე ჩამოვიდა. მეორე კვირაში მიმართვიანობა გვაქვს 219. 3 პროცენტით მომატებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი სავადმყოფოებში მძიმე, მწვავე, რესპირატორიული ინფექციებით. ეს მაჩვენებელი 22 პროცენტიდან დაახლოებით 25,3 პროცენტამდე გაიზარდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,