04:33 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-09 18:14:51, 2322 ნახვა

საზოგადოება
გუდაურსა და მესტიაში ფრენების განხორციელების ნებართვა „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ს მიენიჭა

ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელებისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ზე საავიაციო სამუშაოების განხორციელების ნებართვა გასცა.

სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, გერმანული კომპანია „HTM Helicopter Travel Munich GmbH“ მიმდინარე წლის 29 აპრილამდე, გუდაურის და მესტიის ზონაში განახორციელებს ოპერირებას, კერძოდ კი AS 350 B3-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება, რაც ვერტმფრენით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.

ნებართვა „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ზე, 2020 წლის 6 იანვარს გაიცა.

ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში და ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics