2020-01-09 11:08:45, 1864 ნახვა
საზოგადოება
ვლადიმერ ზელენსკიმ 9 იანვარი უკრაინაში გლოვის დღედ გამოაცხადა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ირანში თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით უკრაინაში, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხდა. ამის შესახებ ინფორმაცია, ვლადიმერ ზელენსკის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა საგანგებო თათბირის შემდეგ მიიღო.
ზელენსკის გადაწყვეტილებით, „ბოინგ 737“-ის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივსაცემოდ, სახელმწიფო უწყებებზე დროშები დაეშვება.
შეგახსენებთ, თეირანის აეროპორტთან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი „ბოინგ 737“-ს ტიპის თვითმფრინავი, რომელიც რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარადა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 168 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი გარდაიცვალა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან