|
2020-01-03 11:23:07, 4273 ნახვა
ეკონომიკა
სურსათი, თამბაქო, უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა - წლიური ინფლაციის დონემ 7% შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.0 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 6.3 პროცენტიანი ზრდა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის დეკემბერში გასული წლის დეკემბერთან შედარებით 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.7 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.4 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.44 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (3.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.9 პროცენტი); ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.3 პროცენტი), თევზეული (2.1 პროცენტი), ასევე რძე, ყველი და კვერცხი (1.1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-1.0 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.0 პროცენტით, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე (2.0 პროცენტი) და ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (0.9 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.7 პროცენტიანი კლება. აღნიშნული ცვლილება -0.09 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.4 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-2.1 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (31.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.8 პროცენტი), თევზეული (14.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (14.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (13.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.0 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (4.6 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 15.6 პროცენტით, რაც 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (30.8 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.1 პროცენტი); დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 6.9 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ტურისტულ მოგზაურობაზე (13.6 პროცენტი), დასვენების, გართობისა და კულტურის ხანგრძლივი მოხმარების სხვა საქონელზე (7.4 პროცენტი), ასევე გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (1.8 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4.6 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.5 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.2 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 7.9 პროცენტით, რაც 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (9.0 პროცენტი).
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)