12:18 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-28 15:06:19, 2982 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ჩვენი მიზანია წიაღის სექტორში მეტად განვითარდეს მცირე, მაგრამ ეფექტური და ეკოლოგიურად მაღალტექნოლოგიური საწარმოები

„მე არაერთხელ განვაცხადე, რომ წიაღის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საქართველოში რაც შეიძლება მეტად განვითარდეს  მცირე, მაგრამ ეფექტური და ეკოლოგიურად ძალიან მაღალტექნოლოგიური საწარმოები, რომლებიც არამხოლოდ მოიპოვებენ წიაღს, არამედ შეძლებენ მათ გადამუშავებასაც და შექმნიან დამატებით დოვლათს ქვეყანაში" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შიდა ქართლის რეგიონში  შპს „კავკას ცემენტ ჯორჯიას" კვარციანი ქვიშის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრმა დაათვალიერა წიაღის გადამუშავების პროცესი, რომელიც ევროპული, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ხორციელდება.

„ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი არის სამშენებლო ინდუსტრია, სახელმწიფო ბევრ ინვესტიციას ახორციელებს ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარებაში, საშენ მასალებზე მოთხოვნა იზრდება და ჩვენ, გამარტივებული პროცედურებითა თუ სხვადასხვა ბერკეტით ყოველთვის გვერდში დავუდგებით ისეთ საწარმოებს, რომელიც დღეს გავხსენით" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შპს „კავკას ცემენტ ჯორჯია" ფლობს ევროპული სტანდარტის დანადგარებს, რომლის საშუალებითაც რესურსის გადამუშავება ხდება ადგილზე. საწარმოში დასაქმებულია 35 ადგილობრივი მოქალაქე და მომდევნო წლებში მათი რაოდენობის გაზრდა იგეგმება. საწარმოში 3 500 000 ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. კომპანიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 2018 წელს, 20 წლის ვადით გაიცა.

დღესვე ეკონომიკის მინისტრი  სამცხე-ჯავახეთის რეგიონში წიაღის მომპოვებელ და გადამამუშავებელ მეწარმეებს შეხვდება, სადაც წიაღის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავენ. შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ახალი ეკლესია არ აღიაროს და ამ მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics