|
2019-12-27 18:03:32, 2827 ნახვა
ეკონომიკა
30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 17.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 30 სექტემბრის მდგომარეობით 17.8 მილიარდი აშშ დოლარი (52.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 102.3 პროცენტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 433.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 261.4 მლნ აშშ დოლარით, საკურსო ცვლილებების გამო - 198.0 მლნ აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო - 0.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ამავდროულად, ფასის ცვლილებების გამო ვალი 26.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. „სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.4 მლრდ აშშ დოლარი (21.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 42.6 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.3 მლრდ აშშ დოლარი (15.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 30.6 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 404.6 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.3 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 825.3 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7 პროცენტი) და 855.5 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.2 მლრდ აშშ დოლარი (12.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.5 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (9.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.8 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 10.1 მლრდ აშშ დოლარი (29.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 58.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.8 მლრდ აშშ დოლარია (11.1 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 21.7 პროცენტია. 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 10.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 8.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო - ვალი 2.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2019 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 404.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 196.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)