|
2019-12-27 15:56:06, 2389 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ენერგეტიკის სექტორში ისტორიული პროექტები მომავალი წლიდან ამოქმედდება
„მიუხედავად არსებული გამომწვევებისა, ენერგეტიკის სექტორი ვითარდება და მომავალი წლიდან რამდენიმე ისტორიული პროექტი ამოქმედდება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რადიო „მაესტროს" ეთერში საუბრისას განაცხადა. ნათია თურნავას ინფორმაციით, 2019 წელს დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა 6 ახალი ჰესი, დადგმული სიმძლავრით 58 მგვტ, რომლებშიც ჯამში 80 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. „რაც შეეხება მომავალ წელს, დაგეგმილია 14 ახალი ჰესის და ერთი თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 500 მეგავატამდე იქნება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამოქმედდება ისტორიული პროექტები - შუახევჰესი დასრულდება და შევა ესპლუატაციაში; დაიწყება ნამახვანჰესის მშენებლობა; ნენსკრაჰესი კი ძირითად სამშენებლო ეტაპზე გადავა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. მისივე თქმით, 2020 წელს ჯამში დაგეგმილია 13 ახალი ობიექტის, მათ შორის 8 ჰესის მშენებლობის დაწყება. ნათია თურნავას განცხადებით, ამ ჰესებს შორისაა ნამახვანჰესი, რომელიც არის უდიდესი პროექტი, 460 მეგავატი დადგმული სიმძლავრის, რომელშიც 800 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდა და წლებია მიმდინარეობს ამ პროექტზე მუშაობა. „ძალიან კომპლექსური პროექტია და მინდა აღვნიშნო, რომ რაც მთავარია, მიმდინარეობს საჯარო განხილვები ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე, ძალიან აქტიურ ვითარებაში. მიხარია, რომ ჩვენ თანდათან, შევძელით, შევცვალეთ ტენდენცია და გვაქვს სერიოზული წინსვლა, რომ ზედმეტი ხმაურის და ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე მოხდეს განხილვები", - განაცხადა ნათია თურნავამ. რაც შეეხება „ხადორი სამს", ეს არის განსხვავებული შემთხვევა და როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, პროექტის მშენებლობა არ განახლდება, ვიდრე არ იქნება უმაღლესი დონის კონსენსუსი მოსახლეობასთან. ამასთან , მინისტრის თქმით, ყველა პროექტთან მიმართებაში, უფრო მეტი ყურადღება ექცევა მოსახლეობის სოციალურ მოთხოვნებს, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ასევე ინვესტორს უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება უწევს. „2018-2019 წელი იყო ამ გამოცდილების დაგროვების წელი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ეს გამოცდილება, ეს ცოდნა შევიძინეთ, როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს და ეს ტენდენცია უკვე გადატეხილია არსებითად. აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ ენერგეტიკაში რაღაც დიდად გაპრობლემდა, არასწორი იქნება - მოვახერხეთ და გადავტეხეთ ტენდენცია. მე ვიტყოდი, რომ ამ სექტორში წინსვლა არის ენერგეტიკაში განხორციელებული რეფორმების შედეგი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)