|
2019-12-27 00:29:14, 1105 ნახვა
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალების მიერ სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია. კერძოდ, ვრცელდება ციხეში პატიმრის წამების ამსახველი კადრები, რომლებიც გადაღებულია 2012 წლამდე, თუმცა სოციალურ ქსელში ვრცელდება როგორც ახალი კადრები. სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ კადრები არის 2012 წლამდე გადაღებული, რაც დასტურდება თუნდაც იმით, რომ კადრებში ასახულ ციხის თანამშრომლებს სისტემაში იმ პერიოდისთვის არსებული უნიფორმები აცვიათ. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ ყალბი, ე.წ. ფეიკ-ნიუსის გავრცელებისგან. აღსანიშნავია ისიც, რომ კადრებში მონაწილე ციხის თანამშრომლების - ბორის ფარულავა (იგივე ბასტი) და ლევან ფხალაძე (იგივე ბუბუ) მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (წამება) დადგა განაჩენი. აქვე განვმარტავთ, საქმის მასალების მიხედვით, ეს არის 2012 წელს მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დავალებით, ორგანიზებითა და ინსცენირებით გადაღებული კადრები. კერძოდ, 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში, საქართველოს იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისათვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც 2012 წლის 01 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ შესაძლოა გასაჯაროვებულიყო. ადეიშვილმა, იცოდა რა რომ ხსენებული ვიდეომასალის გამოქვეყნება იმოქმედებდა იმ დროს ხელისუფლებაში მყოფი ,,ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგოდ, გადაწყვიტა, შეემუშავებინა სცენარი/გეგმა, რომლის თანახმადაც, ციხეში პატიმართა წამება უნდა დაბრალებოდა პოლიტიკურ გაერთიანება ,,ქართული ოცნებას“. სწორედ ამ სცენარის მიხედვით გადაღებული და გავრცელებული კადრები დაიდო დღეს სოციალურ ქსელში, როგორც "ციხის ახალი კადრები".
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)