|
2019-12-25 12:41:09, 2007 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - ოქტომბერში, საქართველოში ბაზრებსა და ბაზრობებზე 45 ათასზე მეტი ადამიანი ვაჭრობდა, რომლის 44.3% თბილისზე მოდის
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე 45,1 ათასი კაცი ვაჭრობდა, რომელთა მიერ ჯამში 302,0 მილონი ლარის ღირებულების სამომხმარებლო საქონელია რეალიზებული. „საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე 45,1 ათასი კაციდან 44,3 პროცენტი ქალაქ თბილისზე მოდის, ხოლო 14,2 პროცენტი - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, 9,8 პროცენტი - ქვემო ქართლის, 9,1 პროცენტი - კახეთის, 7,5 პროცენტი - აჭარის, 7,5 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 3,6 პროცენტი - შიდა ქართლის, 1,8 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 1,3 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის და 0,9 პროცენტი - გურიის რეგიონზე ნაწილდება. „2019 წლის ოქტომბერში საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ რეალიზებულია 302,0 მილონი ლარის ღირებულების სამომხმარებლო საქონელი (ავტომობილების გარდა), რომელთა 19,9 პროცენტი სასურსათო საქონელზე მოდის, 74,4 პროცენტი - არასასურსათო საქონელზე, ხოლო 5,7 პროცენტს ცხოველების და ფრინველების ჯგუფი შეადგენს. 90,6 მილონი ლარის ოდენობით შეფასდა ავტომობილებით მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების სავაჭრო ბრუნვის მოცულობა. 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 208 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 30,8 პროცენტი ქ. თბილისშია, ხოლო 20,7 პროცენტი - იმერეთის, 12,0 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 12,0 პროცენტი - კახეთის, 7,2 პროცენტი - ქვემო ქართლის, 5,3 პროცენტი - აჭარის, 4,3 პროცენტი - შიდა ქართლის, 2,9 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 1,9 პროცენტი - გურიის, 1,9 პროცენტი - მცხეთამთიანეთის, 1,0 პროცენტი - რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებშია განთავსებული“, - ნათქვამია „საქსტატის“ ანგარიშში.
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)