|
2019-12-25 12:18:55, 1195 ნახვა
საზოგადოება
„სვეტის“ ობიექტებზე სამშენებლო პროცესის გაგრძელება 2020 წლის თებერვალიდან იგეგმება
კომპანია „სვეტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების გაგრძელება 2020 წლის თებერვლიდან იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, დაზუსტდა და განისაზღვრა მერიის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებიც ამ პროექტების დასასრულებლად უნდა განხორციელდეს. „იცით, რომ კომპანია „სვეტის“ მშენებლობებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, გავაფორმეთ ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია „M2“-თან და 2500 დაზარალებულ ოჯახს აუცილებლად მოვუგვარებთ პრობლემას. მათი ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის საკრებულომ „სვეტის“ სამშენებლო ობიექტებს ნუცუბიძის, მირცხულავას და ჭყონდიდელის ქუჩებზე მიანიჭა დაუმთავრებელი მშენებლობების სტატუსი, რის საფუძველზეც საფუძველზე, დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხების განმხილველი კომისიის ინტენსიური მუშაობის შედეგად უკვე დასრულდა სამშენებლო ობიექტებთან მიმართებაში არსებული არქიტექტურული, ურბანული, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი საკითხების განხილვა; დაზუსტდა და განისაზღვრა ის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებიც ამ პროექტის დასასრულებლად უნდა განხორციელდეს, რომ დროულად და რაც შეიძლება სწრაფად დავაკმაყოფილოთ დაზარალებულები“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მომავალი წლის დასაწყისში კომპანია „M2“ სამშენებლო ნებართვებს მიიღებს. „დღეს, კომისიის დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის მთავრობა განიხილავს და საკრებულოს შესათანხმებლად გადაუგზავნის „სვეტის“ ყოფილი მშენებლობების დასრულების მიზნით, მერიის ხელშემწყობი ღონისძიებების ნუსხას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სამშენებლო კომპანიასთან და ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით, 2020 წლის იანვრის ბოლოს ან თებერვალში მიიღებენ სამშენებლო ნებართვებს. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი სამსახურები, როგორც სატრანსპორტო, ურბანული, არქიტექტურა, გარემოს დაცვითი სამსახური. ამ მჭიდრო თანამშრომლობით, თებერვალში უკვე შესაძლებელი იქნება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)