15:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-24 17:07:08, 1350 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, 35 ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე აჭარის საბინაო ფონდიდან ბინები გადაეცა განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე დამსახურებულ ადამიანებს. მათ შორისა: ლაშა გობაძე - სპორტსმენი, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი, შორენა დოლიძე - პედაგოგი, პოეტი, კლინიკური ფსიქოლოგი, ოთარ მიქელაძე - აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,არსიანის" დირექტორი, მამუკა მანჯგალაძე - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.

ასევე, ბინა გადაეცა მოქალაქე ჯუმბერ ნინიძეს, რომელსაც ყავს 2 არასრულწლოვანი შვილი. მათ   წლების განმავლობაში უწევდათ ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში, რომელიც უარყოფითად აისახა ბავშვების ჯანმრთელობაზე.

ასევე, აჭარის მთავრობის სხდომაზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 30 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცათ.

გარდა ამისა, მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მცხოვრებ სტიქიის შედეგად დაზარალებულ (ეკომიგრანტ) 34 ოჯახს, სამთავრობო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, 2020 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაეწევათ დახმარება 25 000 ლარის ოდენობით.

„დღეს მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გავაჟღერო. გამოვდივარ ინიციატივით, რომ ტრადიციად  გადაიქცეს და წინასაახალწლოდ განსაკუთრებით დამსახურებულ ადამიანებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბინაო ფონდიდან გადავცეთ ბინები. ასევე, დღეს 30 ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა საცხოვრებელი ფართი.  მივიღე გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან სოფელ თხილვანაში მცხოვრებ 34 ეკომიგრანტ ოჯახს 2020 წელს გადაეცეს ფულადი კომპენსაცია 25 000 ლარის ოდენობით“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics