21:46 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-21 13:22:57, 2467 ნახვა

რეგიონი
ბათუმში სპიკერების საჯარო ლექცია მიმდინარეობს

„სერვისის მნიშვნელობა ტურიზმში“ - ამ თემით გაიხსნა სპიკერების საჯარო ლექციები ბათუმში, რომელსაც რეგიონში მოქმედი ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლები ესწრებიან.

ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამის ფარგლებში ტარდება. მისი მიზანი სექტორისთვის ტურიზმში ბრენდინგის, ციფრული მარკეტინგის, ტურიზმის მენეჯმენტის, გასტრონომიის, სერვისისა და სტრატეგიული კომუნიკაციების გაცნობაა. 

ტრენინგებისა და რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე საუბრით გახსნეს ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სულხან ღლონტმა.

„დღევანდელი ღონისძიებით ჩვენ ვასრულებთ 2019 წლის სატრენინგო პროგრამებს, რომლის ფარგლებში 800-მდე სექტორში დასაქმებული პირი გადავამზადეთ. ყველა ის თემა, რომლის შესახებაც ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენი სპიკერები ისაუბრებენ, აუცილებელია წარმატებული ტურისტული ბიზნესის მართვის, პოპულარიზაციისა თუ სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით. რეგიონის პოპულარიზაციასა და ტურისტული პროდუქტების განვითარებასთან ერთად ჩვენი მთავარი პრიორიტეტია სერვისის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით ჩვენი ბიუჯეტი 2020 წლისთვის 100%-ით იზრდება. ეს კი საშუალებას მოგვცემს თქვენი ჩართულობით უფრო მეტი ტრენინგი დავგეგმოთ. რაც მთავარია, ყველა ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამა არის უფასო და მასში ჩართულობა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია,“ მიმართა სექტორის წარმომადგენლებს თინათინ ზოიძემ.

სპიკერების საჯარო ლექცია ორდღიანია. ის გუშინ ნათია გოცაძის, მერაბ გოცირიძისა და ქეთევან ალიმბარაშვილის ლექციებით დაიწყო. დღეს კი ტურიზმის მენეჯმენტის, ბრენდინგისა და გასტრონომიის მიმართულებით მსმენელებს საინტერესო თემებს ოთარ ქირია, ქეთი კვიჭიძე და ივანე ნადირაძე შესთავაზებენ.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics