|
2019-12-09 17:42:35, 1680 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: უმრავლესობას დეტალურად გავაცანით რას ნიშნავს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი
„უმრავლესობას უფრო დეტალურად გავაცანით რას ნიშნავს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით, არცერთ მათგანს თავიანთი შემხვედრი პოზიცია არ დაუფიქსირებია. მე ჩემს პოზიციას კიდევაც ჩამოყალიბებული რომ მქონდეს, ვერ დავაფიქსირებ. დიდი პასუხისმგებლობა მაქვს მე ჩემი პოზიციით, რა თქმა უნდა, არ დავტვირთავ არც საზოგადოებას და არც ჩვენი უმრავლესობის წევრებს. რადგან ეს შეიძლება რაღაცის განმსაზრვრელი აღმოჩნდეს. ჩვენ დღეს არცერთ ჩვენგანს პოზიცია შემხვედრი არ დაგვიფიქსირებია ვის მოწონს, ვის არ მოწონს, ვინ რა რისკებს ხედავს. უბრალოდ გავაცანით უმრავლესობას უფრო დეტალურად თუ რას ნიშნავს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი. ჩვენ შევაჯერებთ მასთან დაკავშირებულ პოზიციებს და არა მხოლოდ მასთან დაკავშირებულ პოზიციებს, მინდა საზოგადოებას კარგად ესმოდეს, რომ მაჟორიტარული სისტემის ქვეშ იმ 73 მანდატის განაწილების წესი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში წერია შეიძლება დარეგულირდეს კანონით მრავალგვარად. ჩვენ ყველა შესაძლო ვერსიაზე ვილაპარაკებთ და ამის შემდეგ ჩვენს შემხვედრ გადაწყვეტილებას გავაცნობთ საზოგადოებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)