|
2026-10-10 14:11:45, 605 ნახვა
მსოფლიო
ბლუმენტალი - შეთანხმება მკვლელ დიქტატორთან არის ლაქა აშშ-ს რეპუტაციაზე, შეურაცხყოფა ლინდსი გრემის ხსოვნისადმი
"რუსულ დიზელზე სანქციების მოხსნის შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება სირცხვილია და ჩვენ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის მიერ წარმოებული ომის თანამონაწილედ გვაქცევს". - ამის შესახებ, ამერიკელი სენატორის, დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალის განცხადებაშია ნათქვამი. მისი თქმით, შეთანხმება მკვლელ დიქტატორთან არის ლაქა აშშ-ს რეპუტაციაზე, შეურაცხყოფა ლინდსი გრემის ხსოვნისადმი „რუსულ დიზელზე სანქციების მოხსნის შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება სირცხვილია და ჩვენ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის მიერ წარმოებული ომის თანამონაწილედ გვაქცევს. ეს უსუსურად შენიღბული მცდელობაა, შეასუსტოს ის ქაოსი, რომელიც ტრამპის მიერ ირანში წამოწყებულმა უკანონო ომმა გამოიწვია. ეს ნაბიჯი მხოლოდ ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკას წაადგება და უკრაინაში კიდევ უფრო მეტი უდანაშაულო ადამიანის მკვლელობას გამოიწვევს. ეს შეთანხმება მკვლელ დიქტატორთან არის ლაქა ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე, შეურაცხყოფა ლინდსი გრემის ხსოვნისადმი და პირდაპირ ეწინააღმდეგება კონგრესის ნებას, რომელიც ჩვენს მიერ ორპარტიული წესით მიღებულ სანქციების კანონპროექტშია ასახული. პრეზიდენტმა ეს შეთანხმება დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს. ხოლო იმ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც პუტინის სისხლიანი ფულის აღებაზე ფიქრობენ, ვეუბნები: კონგრესი თქვენ გაკვირდებათ“ - ნათქვამია რიჩარდ ბლუმენტალის განცხადებაში. აშშ-ის პრეზიდენტის მითითებით, ფინანსთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ გასცა დროებითი ზოგადი ლიცენზია, რომელიც რუსული დიზელის საწვავის გლობალურ ბაზარზე მიწოდების უფლებამოსილებას აძლევდა. რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდება აშშ-ის სანქციებისგან 2027 წლის 7 აპრილამდე გათავისუფლებულია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და მიაღწია შეთანხმებას ამერიკული და მსოფლიო ბაზრებისთვის რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ. ტრამპმა ამის შესახებ სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე დაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)