|
2019-12-09 16:41:50, 1633 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე საპენსიო სააგენტოზე: გახარიას ყველგან საკუთარი კადრების დანერგვა უნდა
„გახარია აგრძელებს თავის პოლიტიკას და ყველგან უნდა საკუთარი კადრების დანერგვა, რასაც უკვე ვხედავთ ასევე სხვა სფეროში“,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ განაცხადა. დეპუტატი, ლევან სურგულაძის მიერ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტის დატოვებას, სავარაუდო ზეწოლას უკავშირებს. "საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი არ იყო გახარიას კადრი, ის დანიშნული იყო ბახტაძის მიერ. ის ტოვებდა წესიერი ადამიანის შთაბეჭდილებას და არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი ნებით წავიდა, ვინაიდან არ ეთანხმებოდა იმ სავარაუდო ზეწოლას, რაც ხდებოდა, თუნდაც იგივე თანხის განთავსების სახით, ვინაიდან საპენსიო ფონდის მთელი რესურსები განთავსებულია კომერციულ ბანკებში და არც ვიცით, რომელ კომერციულ ბანკში რა რაოდენობითაა, რა პროცენტით და საიდუმლოებებით არის ეს მოცული. არ არის გამორიცხული, რომ გახარია აგრძელებს თავის პოლიტიკას და ყველგან უნდა საკუთარი კადრების დანერგვა, რასაც უკვე ვხედავთ ასევე სხვა სფეროში," - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობა დატოვა, რომლის თაობაზეც სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)