|
2019-12-09 13:14:27, 1347 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა: დოსტოევსკის წასაკითხად საქართველოს მოქალაქეს რუსული კულტურის ცენტრი არ სჭირდება
„დოსტოევსკის წასაკითხად საქართველოს მოქალაქეს კულტურის ცენტრი არ სჭირდება“, - ამის შესახებ „ვროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს სასტუმრო „რუმსში“ განუცხადა, სადაც რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნას აპროტესტებენ. უგულავას თქმით, ივაიშვილს 2011 წელს სურდ მსგვსი ცენტრის აშენება, თუმცა იმ დროინდელმა ხელისუფლებამ მას ამაში ხელი შეუშალა. „იყო ალბათ 2010 წელი, ან 2011 წლის დასაწყისი. მაშინ მე ვიყავი თბილისის მერი, ჯერ კიდევ ფილანტროპი იყო ბიძინა ივანიშვილი. მას აქვს მიწა მშრალ ხიდთან. მაშინ შემოვიდა წინადადებით, რომ მანდ უნდოდა რუსული ცენტრის აშენება. მაშინ ეს იდეა ჩვენ დავიწუნეთ, რადგან თანამედროვე სამყაროშ არანაირი კულტურის ცენტრები არ შენდება. დოსტოევსკის წასაკითხად საქართველოს მოქალაქეს კულტურის ცენტრი არ სჭირდება. რუსეთის კულტურის ცენტრები, როგორც წესი, ჯაშუშურ საქმიანობას ეწევიან, სხვა საქმიანობების გარდა. აღსანიშნავია, რომ ამის აშენება საკუთარი ხარჯებით, საკუთარ მიწაზე უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ჯერ კიდევ არაპოლიტიკოსს, მეცენატსა და ფილანტროპს. მაშინ შევძელით ამ ჯაშუშური ცენტრის თავიდან აცილება, მაგრამ როგორც ჩანს ივანიშვილმა იტრიალა, იტრიალა და რაღაც ფორმით ისევ მოძებნა გზები ამ ცენტრის გასახსენებლად. ეს არის ჯაშუშური ცენტრი და მისი ადგილი საქართველოში არაა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)