|
2019-12-08 23:51:52, 12969 ნახვა
პოლიტიკა
მმართველი პარტია და ოპოზიცია 2020 წლის მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებზე შემდეგ შეხვედრაზე ისაუბრებს
მმართველი პარტია და ოპოზიცია 2020 წლის მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებზე შემდეგ შეხვედრაზე ისაუბრებს.ოთხაათიანი დისკუსიის შემდეგ ეს ერთადერთი საკითხია რომელზეც შეთანხმება ევროპარლამენტარებთან შედგა. "დიპლომატების მხრიდან იყო შემოთავაზებული, რომ ცალკე განხილულიყო მრავალმანდატიანი მაჟორიტარული კომპონენტი. მინდა მოქალაქეებსაც ავუხსნა, აქამდე იყო 73 მაჟორიტარული ოლქი, სადაც თითოეული ადამიანი თითო ხმას აძლევდა თითო მაჟორიტარ დეპუტატს. მომავალში, ჩვენს მოდელში, სადაც არის 150 ადგილის პროპორციული გადანაწილება, მაჟორიტარული კომპონენტი იცვლება. შეიქმნება 10 მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი. მაგალითად, მთლიანად სამეგრელოში იქნება 1 ოლქი და 7 საუკეთესო შედეგის მქონე მაჟორიტარი შევა პარლამენტში. ეს არის სიახლე, რომელიც ჩვენ მოვიფიქრეთ და რომელთანაც დაკავშირებით, "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ აქ ვერ ხედავს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობას და ისინი თავის ვერსიას შემოგვთავაზებენ,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. "ქართველ ტრადიციონალისტთა" კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი აღნიშნავს, რომ შეხვედრა დადებითი შედეგით დასრულდა. ასათიანის თქმით, მმართველ გუნდს, დიპლომატების მიერ წამოჭრილ შეთავაზებაზე მსჯელობის დაწყებაზე დათანხმება მოუწია, რომელიც მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები სისტემას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)