|
2019-12-07 15:01:00, 2444 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია
„ბატონი კახი კალაძე არის ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ ყველაზე ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი“, - ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კახა კალაძესთან და კომპანია „არქი ჯგუფის“ მფლობელ ილია წულაიასთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს. მისი თქმით, რაც უფრო მეტი კალაძის მსგავსი მაღალრეიტინგული პოლიტიკოსი იქნება „ქართული ოცნების“ გუნდში, მით უფრო წარმატებული იქნება მმართველი პარტია. „ბატონი კახი კალაძე არის ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ ყველაზე ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი. ძლიერი მენეჯერი, თბილისის საუკეთესო მერი, წარმატებული მერი, რომელიც უამრავ ღირსშესანიშნავ, ძალზედ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს დღეს ქალაქში. ერთ-ერთი ყველაზე მაღალ რეიტინგული პოლიტიკოსი ამ ქვეყანაში და ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის კომენტარის გულისთვის რაღაც მოყვანილი კითხვები. გუნდში არ არსებობს არანაირი დაძაბულობა, რაც უფრო მეტი ძლიერი პოლიტიკოსი, მსგავსი როგორიც კახი კალაძეა გვეყოლება გუნდში უფრო წარმატებული იქნება „ქართული ოცნება“ , - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)