|
2019-12-06 23:06:13, 2196 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. გუშინ, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია შედიან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს ვოიცეკ სავიცკის შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო საქმიანობა, რომელიც საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოში უნდა განახორციელოს. ქართულმა მხარემ გენერალურ მდივანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გაცნო. საუბარი შეეხო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხს. ქართულმა დელეგაციამ ვოიცეკ სავიცკის საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. „ვისაუბრეთ იმ საქმიანობაზე, რომელიც ჩვენმა დელეგაციამ სამომავლოდ საპარლამენტო ასამბლეაში უნდა განახორციელოს. შევეხეთ იმ ინტერესებს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და რომელიც უნდა იყოს წარმოდგენილი ამ ასამბლეაში. შევეხეთ, რა თქმა უნდა, რუსეთის საკითხსაც, რომელიც არის განსაკუთრებულად სენსიტიური და ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რომელიც არის ოკუპირებულ რეგიონებში. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ვაჟა გაფრინდაშვილის თემაზე",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ვროპის საბჭოს ზამთრის სესიაზე, რომელიც ჩანიშნულია 27 იანვარს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ახალი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. დელეგაციას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პრიორიტეტი იქნება იმ ინტერესების წარმოდგენა, რომელიც არის დაკავშირებული ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან და ზოგადად, საქართველოს პოზიციების გამყარებასთან საერთაშორისო დონეზე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს შეხვედრებს ბრიუსელში, ევროპარლამენტარებთან მართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)