|
2019-12-06 17:52:56, 2442 ნახვა
პოლიტიკა
„გავრილოვის ღამეს“ მომხდარი ინციდენტის გამო, ბურჯანაძემ კოსაჩევთან ბოდიში მოიხადა
რუსული სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, ზაფხულში, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლას მოყოლილი ანტისაოკუპაციო აქციების გამო, პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კონსტანტინ კოსაჩევს, ბოდიში მოუხადა. „მე არ მეშინია ბოდიში მოვიხადო, აბსოლუტურად საშინელი ინციიდენტის გამო. მაპატიეთ, რომ შეგაწყვეტინეთ, მაგრამ არ დაგასრულებინებთ საუბარს, ვიდრე არ მოგიბოდიშებთ, რადგან ვთვლი, რომ ს იყო უპირველესად ქართველი ერისა და საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. სააგენტო „ტასის“ მიხედვით, აღნიშნული განცხადება ბურჯანაძემ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ, კონსტანტინ კოსაჩევთან შეხვედრის დროს გააკეთა. „ტასი“ წერს, რომ კოსაჩევმა ბურჯანაძეს ამ სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძე მოსკოვში 3 დეკემბერს ჩავიდა. ის შეხვედრებს დუმის დეპუტატებსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგნელებთან მართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)