|
2019-12-06 11:45:15, 1291 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ადრე მარტივი სიტყვით მივმართავდით ხელისუფლებს - „გადადექი“, დღეს ოპოზიცია უფრო მნიშვნელოვანი მიზნისკენ გაერთიანდა
„ადრე მარტივი სიტყვით მივმართავდით ხელისუფლებას - „გადადექი“, დღეს კი ოპოზიცია გაერთიანებულია ბევრად უფრო მნიშველოვანი პოლიტიკური მიზნისკენ - არა „გადადექი“, არამედ მომეცი სამართლიანი თამაშის უფლება“, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები გაიაზრებენ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დგანან. „მე ვუყურებ, როგორი ორგანიზებულია ოპოზიცია, რამდენად გაზრდილია ჩვენი ოპოზიციური სპექტრი, რომელმაც შეძლო ერთ ოთახში ორგანიზებულად მუშაობა კონკრეტული მიზნისთვის, სამართლიანი არჩევნებისთვის. სულ ოპოზიციაში ვიყავით და სულ რაღაცას ვითხოვდით, მაგრამ როგორ ვითხოვდით - „გადადექი“, რომელიც იყო ერთი მარტივი სიტყვა, რითაც მივმრთავდით ხელისუფლებას. დღეს ოპოზიცია არის გაერთიანებული ბევრად უფრო მნიშველოვანი პოლიტიკური მიზნისკენ - არა „გადადექი“, არამედ მომეცი სამართლიანი თამაშის უფლება. დეპუტატების ამბოხიდან დაწყებული, გაგრძელებული ჩვენი ინტელექტისთვის შეურაცხმყოფელი სპექტაკლებით ეს არის დროებითი. ორგანიზებული, კვალიფიცირებული ოპოზიცია სერიოზულად მუშაობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, გაიაზრებენ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დგანან. აქედან არსებობს ერთი გამოსავალი, შეურაცხმყოფელი ტყუილი, რომელიც დაიდო პროპორციულზე უარის თქმით, ჩვენ ამ ტყუილში ვერ ვიცხოვრებთ. ეს შეიცვლება“, - განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)