|
2019-12-06 11:16:37, 1255 ნახვა
პოლიტიკა
ენძელა მაჭავარიანი: საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ გვაქვს - ვერც გერმანულ მოდელს მივიღებთ და ვერც ფრანგულს
„ქართული ოცნების“ წევრი ენძელა მაჭავარიანი აცხადებს, რომ გუნდს აღარ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და შესაბამისად, ვერც ერთ საარჩევნო ცვლილებას ვერ დაუჭერს მხარს. მისივე თქმით, ის შერეულ საარჩევნო სისტემას უჭერს მხარს, თუმცა პროპორციულ სისტემას საზოგადოების პროტესტის გამო მიემხრო. „ჩვენ აღარ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მივიღოთ ცვლილება. ვერ გერმანულ, ვერც ფრანგულ და ვერანაირ ახალ მოდელს ვერ მივიღებთ. უნდა შევეგუოთ იმას, რომ შერეული სისტემით უნდა ჩავატაროთ არჩევნები. ბიძინა ივანიშვილი არასდროს არ იმალება სხვის ზურგს უკან, ყოველთვის აცხადებს იმას, რასაც ფიქრობს მე მხარს ვუჭერ შერეულ სისტემას, პროპორციულს იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ ეს იყო ხალხის მოთხოვნა და მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარება, არ მიმჩნია იყოს სწორი. სასურველია იყოს მაჟორიტარული და პროპორციული სისტემა“, - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)