|
2019-12-05 11:52:37, 1516 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე ხუნდაძის ინიციატივაზე: ფაფხურობს, ჰგონია ივანიშვილს ასიამოვნებს
„დიმიტრი ხუნდაძე რაღაცას ფაფხურობს. თვითონაც არ იცის ჯერ რა უნდა. ჰგონია, ივანიშვილს ასიამოვნებს“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას. გოცირიძის თქმით, ამ ინიციატივის დარეგისტრირება თავხედობაა. „დიმიტრი ხუნდაძე რაღაცას ფაფხურობს. თვითონაც არც იცის ჯერ რა უნდა. ჰგონია, რომ ივანიშვილს ასიამოვნებს. ივანიშვილს ჰგონია, რომ ოპოზიციას აშინებს და ეუბნება, რომ შეირგონ, რაცა აქვთ, 30 წლის განმავლობაში მოქმედი შერეული სისტემა, თორემ ამასაც წაართმევს და გადავა წმინდა მაჟორიტარულზე, ამ ფეოდალურ სისტემაზე. ამით ჰგონიათ, რომ ამ საპროტესტო მუხტს ჩააგდებენ და ვირაცას დააშინებენ. ვერ ხვდებიან, რომ პირიქით, უფრო აღიზიანებენ ხალხს. ეს არის თავხედობა, მეტი არაფერი, რასაც აკეთებენ ამ ინიციატივის დარეგისტრირების სახით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 4 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. მიზანი 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებაა. საინიციატივო ჯგუფი 10 დეპუტატისგან შედგება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)