|
2019-12-05 11:17:00, 1199 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან ურსე: მხარეებს შორის დიალოგი კარგი ნაბიჯია, ვიმედოვნებ, პოზიციების გაცვლა გაგრძელდება
„ევროპის საბჭოს“ ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს განცხადებით, მისასალმებელია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ურსეს თქმით, დიალოგი პროცესის პარალიზებას შეამსუბუქებს. „დიალოგის ფორმატში მოხდა პოზიციების დაფიქსირება და აზრთა გაცვლა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი პოლარიზაციის შემსუბუქების და შერბილების კუთხით. ვიმედოვნებთ, რომ დიალოგი გაგრძელდება და ასევე პოზიციების გაცვლაც," - აღნიშნა ურსემ. მისივე განცხადებით, საქართველო გადადის სრულიად პროპორციულ სისტემაზე, რაც უკვე ასახულია კონსტიტუციაში ურსე მხარეებს მოუწოდებს, კონცენტრირდნენ არსებულ რეალობაზე და 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირეულ დიალოგზე ფოკუსირდნენ. "პრინციპის დონეზე საქართველო გადადის სრულიად პროპორციულ სისტემაზე, ეს უკვე ასახულია კონსტიტუციაში და ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოების რეკომენდაციებიც ამ მიმართულებით იყო. ასე რომ ეს არის არსებული რეალობა და ახლა ჩვენ ფოკუსირებული ვართ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ დიალოგზე და მიმდინარე პროცესზე," - აღნიშნა ურსემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)