|
2019-12-03 15:40:32, 2591 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: ვისაც არ უნდა, რომ ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში ჩაყვეს, დროზე ჩამოშორდეს
„ყველა, ვისაც არ უნდა პოლიტიკურ სამარეში ჩაყვეს ივანიშვილს, რომელმაც ასლან აბაშიძის გზა აირჩია, უნდა გამოფხიზლდეს“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს მცხეთის მერიასთან გამართულ აქციაზე განუცხადა. ბოკერიას თქმით,გუშინ, მცხეთის მერიასთან შეკრებილ მშვიდობიან ახალგზრდებზე, პოლიციამ იძალადა. „ძალადობა იყო გუშინ, ეს არის ამათი სამარცხვინო საქციელი და პოლიციის ხელმძღვაელობის, ვინც ასეთი ხალხის გამო აკავებს ახალგაზრდებს მშვიდობიანი პროტესტის დროს. ამ ხალხს გუშინ მწვანე შუქი მისცეს, რომ ეძალადათ ახალგაზრდებზე, ღიად ხდება ეს ყველაფერი და მისთვის ყველა აგებს პასუხს, ვინც ამას ხელმღვანელობს. ყველა, ვისაც არ უნდა პოლიტიკურ სამარეში ჩაყვეს ივანიშვილს, რომელმაც ასლან აბაშიძის გზა აირჩია, დროზე უნდა გამოფხიზლდეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ მცხეთის მერიასთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერები კვლავ შეიკრიბნენ, სადაც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და პარტიის წარმომადგენლები აქციას მართავენ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები კი, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიიდან დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან, მსვლელობით მიდიან. პარალელურად, „ქართული ოცნების“ ოფისთან მმართველი გუნდის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)