|
2019-12-03 13:02:52, 1703 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ლომჯარია: ოდირში გადაგზავნამდე „გერმანული მოდელი“ პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს
„ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდეს ოდირში გადაგზავნამდე“,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ პროცედურის გავლის შემდეგ კანონპროექტს ოდირში გადაგზავნის. „ამ საკითხთან დაკავშირებით მაქვს აქტიური კონსულტაციები ეუთო /ოდირთან, პირადად შევხვდი ეუთო /ოდირის პრეზიდენტს, ასევე ვესაუბრე შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებს. ისინი ინფორმირებულები არიან, რომ სახალხო დამცველი აპირებს აღნიშნული კანონპროექტის გაგზავნას, თუმცა მას გარკვეული პროცედურული წინაპირობები აქვს. უპირველეს ყოვლისა, ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში, მას უნდა ჰქონდეს ოფიციალური კანონპროექტის სახე. ამის შემდეგ სახალხო დამცველი, მე მივმართავ ოდირს მოსაზრების წარმოსადგენად იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდება და რომელიც დარეგისტრირდება პარლამენტში,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია, რომელმაც მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანული მოდელი“ შესთავაზა, ომბუდსმენის საშუალებით ეუთო/ოდირში გაგზავნას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)