|
2019-12-03 11:49:02, 1506 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი: დაძაბულობის განსამუხტად მნიშვნელოვანია დიალოგი და დასაგმობია დაპირისპირება
„ყოველთვის სხვადასხვა დაძაბულობის განსამუხტად მნიშვნელოვანია დიალოგი და დასაგმობია დაპირისპირება“, - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში ჟურნალისტებთან საუბრისას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, ევროკავშირი ხელს უწყობდა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგს და რაც მთავარია, აზრთა გაცვლა მოხდა. „ევროკავშირი სხვებთან ერთად ხელს უწყობდა ამ დიალოგს და რაც მთავარია მოხდა აზრთა გაცვლა. დიალოგის პროცესი არის უმნიშვნელოვანესი და ველოდებით რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ყოველთვის სხვადასხვა დაძაბულობის განსამუხტად მნიშვნელოვანია დიალოგი და დასაგმობია დაპირისპირება. ზუსტად დიალოგის სასუალებით ჩვენ შეგვიძლია აღვუდგეთ ძალადობას. პარტნიორებთან ერთად იყო ამაზე ლაპარაკი. ჩვენ გავიაზრებთ იმ გამოცდილებას, რომელიც იყო და უახლოესი დღეების განმავლობაში გადაწყდება და ვნახავთ, თუ რა იქნება მომავალში. ეს შეხვედრა არ ვიცით როდის იქნება, მაგრამ აუცილებლად იქნება ახლო მომავალში“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)