17:14 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-29 14:49:24, 1827 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოზის ძმა ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ საუბრობს თუ მამალაძეს არ შეიწყალებენ

ციანიდის საქმეზე გასამართლებული, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ საპატრიარქოს არ სურს გასაჯაროვდეს ის ინფორმაციები, რომელსაც დეკანოზი ფლობს და სწორედ ამიტომ არ იწყალებენ მას. 

ქუჩის პროტესტის რეჟიმზე თორნიკე მამალაძე მას შემდეგ გადავიდა, რაც საპატრიარქოსგან დეკანოზის შეწყალებაზე უარი მიიღო.

"პირადად პატრიარქს ერთ-ერთმა დეკანოზმა უთხრა, რომ თუკი დეკანოზი დატოვებს საპატიმროს, ის ამ თემებზე ღიად საუბარს აპირებსო, რის შემდეგაც გადაწყდა ჩემი ძმის დასჯა და საპყრობილეში დატოვება. მინდა მათ ვუთხრა, რომ ამ ინფორმაციებს მეც ვფლობ და აუცილებლად ვაპირებ ამაზე საუბარს"- ამბობს მამალაძე. 

თორნიკე მამალაძეს სურს, რომ საპატრიარქომ წმინდა სინოდზე დაიბაროს, რათა საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე ისაუბროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ის საჯარო განცხადებას გააკეთებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა გაეროს ყოფილ კომისარს ნავი პილაის
პაპუაშვილი - თუ ევროკავშირს უნდა საქართველო მისი წევრი გახდეს, ასეთი პარლამენტით ვერ მიგვიღებს
ლილოს ნაგავსაყრელის გატანაზე კვლევები ტარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics