16:08 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-09 14:58:09, 288 ნახვა

პაპუაშვილი - თუ ევროკავშირს უნდა საქართველო მისი წევრი გახდეს, ასეთი პარლამენტით ვერ მიგვიღებს

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს საკითხზე ევროკავშირში გამართულმა დებატებმა, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ჩატარებული საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა გაახსენა. მისივე თქმით, "როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდნენ რუსი თუ არარუსი საბჭოთა დეპუტატები".

როგორც პაპუაშვილი ამბობს, ევროპარლამენტის დეპუტატთა ნაწილი არიან "სუფთა საბჭოთა მენტალიტეტის მატარებლები". პაპუაშვილის თქმითვე, "თუ ევროკავშირს უნდა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ასეთი პარლამენტით ჩვენ მის წევრად ვერ მიგვიღებს".

"მგონი, უკვე რთულია სერიოზულად შეაფასო ევროპარლამენტი და მისი რეზოლუციები. უკვე მეცხრე რეზოლუციაა, რომელსაც იღებენ ქართველი ხალხის მიმართ მტრული ქვეტექსტით. აქ გასაკვირიც აღარაფერი არ არის. ვხედავთ, რომ შემოდგომა და გაზაფხულია პერიოდი, როდესაც გამწვავება ემართებათ ანტიქართულ ჯგუფებს. [...] 

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირს ცივილიზაციურ უფსკრულისკენ მიაქანებენ, ევროპარლამენტის შემთხვევაში ევროპარლამენტი უკვე ცივილიზაციურ უფსკრულში იმყოფება და იქიდან გვესაუბრება, ამიტომ ღირსად რომ ჩავთვალოთ, რომ რაიმე განხილვის საგანი იყოს, ჯერ ცივილიზაციური უფსკრულიდან უნდა ამოვიდეს ევროპარლამენტი სადაც დღეს იმყოფება და შემდეგ შეიძლება რაიმე წონა შეიძინოს მათმა საუბარმა.

მოგვაგონებს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობას - ერთი-ერთში ზუსტად იგივე ესთეტიკა. ინტერნეტში დღესაც შეგიძლიათ ნახოთ 1989 წლის მაისის სახალხო დეპუტათა ყრილობა 9 აპრილის შემდეგ, სადაც როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდნენ რუსი თუ არარუსი საბჭოთა დეპუტატები. ზუსტად იგივე ლანძღვას ვისმენდით მაშინ და რა უნდა ყოფილიყო ჩვენი რეაქცია 1989 წლის მაისის სახალხო დეპუტატთა ყრილობისადმი?! როგორც მაშინ ჩვენ, ქართველმა ხალხმა, არ მივაქციეთ ყურადღება იმ ლანძღვას, რომელიც მაშინ მოდიოდა ყრილობიდან, ასევე არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ ლანძღვასა და პირდაპირ ზიზღს, რომელიც ჩანს, რომ ზოგიერთ ევროპარლამენტარს პირდაპირ ქართველი ხალხის მიმართ აქვს. რასა იუკნევიჩიანეს ქართველები რომ ვეზიზღებით, ეს ეტყობა მის ლექსიკას, რიტორიკას და ყველაფერს, მას სტალინი პირად მტრად ჰყავს და რაკი სტალინი ქართველი იყო, ეს ზიზღი აქვს ქართველების მიმართ და ეს ვერ მოუნელებია. 

თუ ევროკავშირს უნდა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ასეთი პარლამენტით ჩვენ მის წევრად ვერ მიგვიღებს. ჩვენ ასეთ ხალხთან საერთო დარბაზში დასაჯდომი არაფერი გვაქვს, ხალხთან, რომელსაც პირდაპირი ზიზღი აქვს ქართველების მიმართ და ამ ზიზღის გადმოფრქვევისთვის იყენებენ ევროპარლამენტის დარბაზს" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა გაეროს ყოფილ კომისარს ნავი პილაის
პაპუაშვილი - თუ ევროკავშირს უნდა საქართველო მისი წევრი გახდეს, ასეთი პარლამენტით ვერ მიგვიღებს
ლილოს ნაგავსაყრელის გატანაზე კვლევები ტარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics