|
2019-09-28 16:00:20, 2768 ნახვა
პოლიტიკა
20 ივნისის საქმეზე დაკავებულის მეუღლე: სპეცრაზმელის გამოშვება თუ შეიძლება, ჩემმა ქმარმა რა დააშავა?!
სპეცრაზმელის გამოშვება თუ შეიძლება, ჩემმა ქმარმა რა დააშავა?! - ამის შესახებ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის მეუღლე მარიამ სარქისიანმა საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს განაცხადა. მარიამ სარქისიანი მოითხოვს, რომ ლევან ჯიქურიც გაათავისუფლონ. „მე აქ იმიტომ მოვედი, რომ კითხვა მაქვს ასეთი. სპეცრაზმელის გამოშვება თუ შეიძლება, ჩემმა ქმარმა რა დააშავა? მას აქვს ცენტრალური ნერვის დაზიანება, რამაც ნერვიულობის ნიადაგზე გამოიწვია ხელ-ფეხის გაკავება. ლევანს არ უშვებენ ციხიდან, მიუხედავად იმისა ეტლში მჯდომარეა და არ ითვალისწინებენ ამ ყველაფერს“, - განაცხადა მარიამ სარქისიანმა. აღსანიშანვია, რომ საქალაქო სასამართლოსთან მოქალაქეები 20 ივნისის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას აპროტესტებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი, ლევან იმერლიშვილი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მიზეზად იმერლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, რასაც ბრალდების მხარე არ იზიარებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)