|
2019-09-28 15:36:15, 3166 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: საქართველოში რუსოფობიური განწყობები არ არსებობს - არავის მიმართ არ ვართ ფობი
„რუსოფობიური განწყობები არ არსებობს საქართველოში“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა. პრეზიდენტის შეფასებით, მთავარი რაც შეიძლება მსოფლიოს საქართველომ შემატოს შემწყნარებლობა და ტოლერანტობაა. „არასოდეს არ არსებობდა და ეს იყო ერთ-ერთი ჩემი თემა აქ, სადაც გამოვდივარ, რომ მსოფლიოს ვუთხრათ, მთავარი, რაც შეიძლება ჩვენ შეიძლება მოვუტანოთ მსოფლიოს, ეს არის ჩვენი შემწყნარებლობა, ტოლერანტობა. არავის მიმართ ჩვენ არ ვართ ფობი და არასოდეს ვყოფილვართ. სხვათა შორის, ამის მაგალითი არის, რომ 1 500 000 რუსი ტურისტი ჩამოვიდა შარშან და არც ერთი ინციდენტი არ არსებობს. დანარჩენი არის პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც აშკარად არსებობს ორ ქვეყანას შორის და როგორ იქნება სხვანაირად, როცა შენი ტერიტორია ოკუპირებული არის და ამაზე საჭიროა მუშაობა. ამაზე უნდა ვიმუშაოთ, ოღონდ არა მარტო, ჩვენ გვერდით და ვენ ზურგსუკან დგანან ჩვენი პარტნიორები და ამ კუთხით, შეგვიძლია, წინ წავიდეთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა გაერო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „მოსკოვს არასდროს სურდა ხელოვნური მიზეზების გამონახვა საქართველოსთან საჩხუბრად“. აღნიშნულ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)