|
2019-09-28 15:19:48, 3166 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილს ჩვენს ქვეყანაში გადაჭარბებული ძალაუფლება აქვს
„ბიძინა ივანიშვილი ღებულობს იმ გადაწყვეტილებებს, რომლესაც არ უნდა ღებულობდეს“, - ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ტვ პირველს“ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნული მმართველი. კვირიკაშვილის შეფასებით ქვეყანაში ინსტიტუტები არ მუშაობს. „ბუნებრივია, რომ დღეს ჩვენი ინსტიტუტები არ მუშაობს და ბიძინა ივანიშვილს აქვს გადაჭარბებული ძალაუფლება ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, ის ინსტიტუტები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის - სასამართლო, პარლამენტი, სხვადასხვა ინსტიტუტები თავის ფუნქციას ასრულებდნენ. დღეს, სამწუხაროდ, ბევრი პრობლემაა ამ მიმართულებით. ბიძინა ივანიშვილი ღებულობს იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ის არ უნდა ღებულობდეს და მე მგონია, რომ ძალიან ბევრია ჩვენს ქვეყანაში გასაკეთებელი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)