|
2019-09-28 13:05:23, 2738 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ხაზარაძესთან დაკავშირებით რაც ხდება, ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის დამაზიანებელია
„ხაზარაძესთან დაკავშირებით რაც ხდება, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის“, - ამის შესახებ „მთავარ არხს“ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. კვირიკაშვილი უკმაყოფილოა მამუკა ხაზარაძის გარშემო განვითარებული მოვლენებით. ყოფილი პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ზოგადად ანაკლიის პორტის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლა ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია. „ხაზარაძესთან დაკავშირებით რაც ხდება, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის და წყალში ჩაყრა ძალიან ბევრი ადამიანის ნაშრომის. ასევე მოგონილი ისტორია და ზღაპრები თითქოს ჩვენ, მე და ხაზარაძე ერთად რაღაცეებს ვაპირებდით არის მოგონილი კონკრეტული ადამიანების, რომლებსაც ამ მითის მოგონება აწყობდათ. ძალიან სამწუხარო არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს არათუ დაიჯერა, არამედ მთელი მოქმედებები ააგო ამ მითებზე“, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)