|
2019-09-28 10:59:02, 2635 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრაზე - საქართველომ რუსეთთან დიალოგის გზა უნდა სცადოს
„არ შეიძლება, საქართველომ არ სცადოს დიალოგის გზა რუსეთთან და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში ვიზიტის შეჯამებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას საქართველოს პარტნიორების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა. „გამოსვლის ტექსტშიც ნათლად ვთქვი, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ამ ტიპის კონფლიქტი და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, არსებობს ორი გზა-ერთი არის ომის, სამხედრო გზა, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით; მეორე-დიალოგის და დიპლომატიის. არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს ეს გზა და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ რეაქციები, რაც მოვისმინეთ-იქნება ეს ამერიკიდან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, თუ ევროკავშირიდან, ასევე მოგერინის უწყებიდან, ან გენერალური მდივნისგან-ყველა გამოხმაურება იყო დადებითი: რომ უნდა სცადოთ, ჩვენც თქვენთან ვართ. ჩვენ მარტო, ერთი ერთზე არ ვართ და არასოდეს ვიქნებით, ჩვენ ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით. მაგრამ, ჩვენ რომ გავჩერდეთ და იზოლაციაში, გაჩერებულ მდგომარეობაში ვიყოთ, ალბათ არ არის სწორი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)