08:41 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-27 13:37:03, 2362 ნახვა

სამართალი
ვასაძე - თადუმაძის მიმართვაში, სადაც პროკურატურა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტს თანხმობას სთხოვს, ტექნიკური შეცდომებია

გენერალური პროკურორის მოადგილის მამუკა ვასაძის თქმით, პროკურატურის მიმართვაში, რომლითაც უწყება დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტს თანხმობას სთხოვს, ტექნიკური შეცდომებია დაშავებული.

ამის შესახებ ვასაძემ პარლამეტნის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ის როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

„არსებობს ტექნიკური ხარვეზები, რომელთან დაკავშირებითაც ბუნებრივია, ვერ ვისაუბრებ. ეს დოკუმენტი შემოვიდა ბატონი შალვა თადუმაძის ხელმოწერით. თქვენ იცით, რომ ის ასევე არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი. როცა მობრძანდება, თუ შეკითხვა გექნებათ ამასთან დაკავშირებით, ეს არის მის მიერ ხელმოწერილი დაოკუმენტი და განმარტებას ბატონი შალვა მოგახსენებთ. არის ტექნიკური შეცდომა დაშვებული, ეს არის ობიექტური გარემოება“, - განაცხადა მამუკა ვასაძემ.

შეგახსენებთ, გენპროკურორის, პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვასთან დაკავშირებით თავდაპირველად პრეზიდენტის ყოფილმა საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ  წერილში, რომლითაც შალვა თადუმაძე დეპუტატ ნიკანორ მელიას დაპატიმრებაზე თანხმობას ითხოვს, პრეცედენტებად მოყვანილი საქმეები არარელევანტურია, ერთ-ერთი საქმე კი, საერთოდ არ არსებობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics