|
2019-09-27 13:14:24, 2302 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი ბესელიაზე: ტყუილებში გაიბლანდა, მისი მიზანი სასამართლოში საკუთარი არაფორმალური გავლენების დამყარება იყო
დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ რა თქმა უნდა, პარლამენტში მსგავსი ქმედება, რაც გუშინ მოხდა სრულიად მიუღებელი და დასაგმობია. მისი განცხადებით, რაც არ უნდა იყოს დაპირისპირების მიზეზი, ფიზიკური შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყოველგვარ სტანდარტს ცდება. „რაც შეეხება ბესელიას პოზიციებს სასამართლოზე. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეკა ბესელია უკვე თავად გაიბლანდა თავის ტყუილებში. მისი გუშინდელი განცხადება იმის დასტურია, რომ ბესელიას ერთადერთი მიზანი სასამართლოსთან მიმართებაში, საკუთარი არაფორმალური გავლენების დამყარება იყო. ამას რომ ვერ მიაღწია, იმიტომ არის გამწარებული ეკა ბესელია და სწორედ ამიტომ ხდება დღითი-დღე მისი ქმედებები უფრო არაადეკვატური, ხოლო მისი განცხადებები უფრო და უფრო აბსურდული. შესაბამისად, სერიოზული კომენტარის გაკეთებას და დეტალებში შესვლას ამ საკითხზე მომავალში აღარ ვაპირებ“, - აღნიშნავს მათკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)