|
2019-09-27 12:20:38, 2520 ნახვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრაზე: სწორი ნაბიჯი გადაიდგა - დიალოგისთვის მზად ვართ
შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრით საკმაოდ სწორი ნაბიჯი გადაიდგა. როგორც ციხლაშვილმა აღნიშნა, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს. „შვეიცარია ასრულებს მედიატორის როლს და სწორედ მათი ინიციატივით გაიმართა შეხვედრა. ქართულმა მხარემ განიხილა ეს პარტნიორებთან. ჩემი აზრით, გადაიდგა საკმაოდ სწორი ნაბიჯი და ზოგადად, ჩვენ ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ და გადავდგამთ, რაც მოემსახურება საქართველოს ინტერესებს, რათა კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანად და ომის გარეშე. ამ შემთხვევაში იცით, რომ პირველი, რომ თავისთავად საუბარი იმ ფორმატებში და ასე, გაეროში, რომელიც მისაღები პრაქტიკაა, მისაღებია, არსად გავრბივართ. მზად ვართ საუბრისთვის და დიალოგისთვის. ამას ვაკეთებთ ჟენევაშიც. მეორე, ჩვენ ვიცით, როდესაც ვსაუბრობთ, რა საკითხებზე ვსაუბრობთ და რისთვის ვსაუბრობთ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)