|
2019-09-26 19:27:08, 2291 ნახვა
პოლიტიკა
შვეიცარიის საგარეო უწყება - ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა შვეიცარიის შუამავლობითა და ინიცირებით შედგა
შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტი რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შვეიცარიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მათი შუამავლობითა და ინიცირებით შედგა. „შვეიცარიის შუამავლობით და ინიცირებით შედგა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის. შეხვედრა გაიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში, 2019 წლის 26 სექტემბერს. შვეიცარიას დიალოგის ხელშეწყობის მიმართულებით დიდი ხნის გამოცდილება აქვს. 2009 წლის მარტიდან, ის წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს თბილისში და საქართველოს ინტერესებს მოსკოვში“, - ნათქვამია შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)