|
2019-09-26 18:52:05, 2062 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: ვგმობ თანაგუნდელის მიმართ ფიზიკურ თავდასხმას - მომხდარს სათანადო შეფასებები ექნება
„მმართველ გუნდმა, ხელისუფლებამ უზრუნველყო კონსტრუქციული გარემო და სამუშაო პროცესი, ყველაზე რთულ საკითხებზეც კი, რაც პოლიტიკური დაპირისპირების საგანი იყო, განხილვები და პოლიტიკური კონსულტაციები მშვიდ ატმოსფეროში მიმდინარეობს და ამ დროს, პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე ასეთი მიუღებელი ფაქტი ხდება - აგრესია და ფიზიკური თავდასხმა ვანო ზარდიაშვილზე მიუღებელია და დამაზიანებელია პარლამენტის იმიჯისთვის. ეს არის ცუდი მაგალითი ახალი თაობისთვის",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას. არჩილ თალაკვაძე, რომელიც კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში, ზუგდიდში იმყოფება, მომხდარში გარკვევას თბილისში დაბრუნებისთანავე გეგმავს. მისი თქმით, ის, რაც დღეს კომიტეტის სხდომაზე მოხდა, ლახავს პარლამენტის ღირსებას და ცუდ მაგალითს აძლევს მომავალ თაობას. „არავითარი ფიზიკური შეხლა-შემოხლა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არ ყოფილა - რეალურად იქ იყო ჩვენს თანაგუნდელზე, ვანო ზარდიაშვილზე ფიზიკური თავდასხმა და აგრესია, რასაც ცალსახად ვგმობ. როგორც კი თბილისში დავბრუნდები, აუცილებლად გავერკვევი, თუ რატომ მოხდა ისე, რომ მანდატურის სამსახურმა ვერ უზრუნველყო დაშორიშორება. აუცილებლად ამაში გავერკვევით და იქნება სათანადო რეაქციები. რაც შეეხება თვითონ მომხდარს, ეს ლახავს პარლამენტის იმიჯს, პარლამენტის ღირსებას და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის არის ძალიან ცუდი მაგალითი, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის და მომავალი თაობისთვის",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)