|
2019-09-26 18:41:03, 2476 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიძე: ჩვენმა დელეგაციამ გაეროში მიიღო გზავნილი პარტნიორებისგან, რომ რუსეთთან პირდაპირი კომუნიკაციაა საჭირო
"ამ შეხვედრებზე ჩვენმა დელეგაციამ მიიღო გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან იმის თაობაზე, რომ საჭიროა პირდაპირი კომუნიკაცია რუსულ მხარესთან", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, შვეიცარიულმა მხარემ შესთავაზა ქართულ დელეგაციას, მისივე ჩართულობით გაეროში მიმდინარე ასამბლეის ფარგლებში მოხდეს კომუნიკაცია რუსულ მხარესთან. პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქართულმა მხარემ ეს შემოთავაზება მიიღო აბაშიძის განცხადებით, საქართველოს დელეგაციას ნიუ-იორკში მაღალ დონეზე ჰქონდა შეხვედრები პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან და ამ შეხვედრების მთავარი თემა დაკავშირებული იყო ოკუპირებულ რეგიონებთან და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასთან. „თითქმის ყველა შეხვედრაზე, ჩვენმა დელეგაციამ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან მიიღო გზავნილი, რომ სასურველია, შედგეს კომუნიკაცია რუსეთის მხარესთან. ამის შემდეგ იყო შემოთავაზება ჩვენი შვეიცარიელი მეგობრებისგან, კოლეგებისგან, რომ მათი ჩართულობით ასეთი კომუნიკაცია შედგეს. ჩვენმა დელეგაციამ გაიარა შესაბამისი კონსულტაციები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ამის შემდეგ ჩვენმა დელეგაციამ დაუდასტურა შვეიცარიელ მეგობრებს, რომ მზად არიან ამ კომუნიკაციისთვის. დამატებით ინფორმაციას ჩვენ ველით ნიუ-იორკიდან. როგორც კი მივიღებთ ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდ,ა გაგაცნობთ ამის შესახებ,"- თქვა ზურაბ აბაშიძემ. პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, მთავარი თემა, არის ოკუპაცია, სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევა, საოკუპაციო ხაზთან გამწვავებული ვითარება და ა.შ. „ზოგადად მთელი ეს ძალისხმევა მიმართულია, რათა მოხდეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ჟენევის ფორმატის ეფექტიანობის ამაღლება და შედეგიანობის დონის ამაღლება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანები", -განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)