|
2019-09-26 10:50:49, 1287 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ვავალებ ეკონომიკის მინისტრს, ტყიბულში პრობლემის მოსაგვარებლად გაემგზავროს
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, ეკონომიკის მინისტრი დღეს ტყიბულში, არა გარემოებებისა და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად გაემგზავრება. გახარიამ ნათია თურნავას მოუწოდა, იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი და მკაცრი, რათა დაცული იყოს თითოეული მოქალაქის უფლებები. „მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გაემგზავრება ადგილზე და ხაზგასმით, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ის გაემგზავრება არა გარემოებების და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და მინდა, ნათია თურნავას ვთხოვო, რომ ის იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი, მკაცრი იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ვაკეთებთ და გავაკეთებთ შემდგომშიც, მომავალშიც ბიზნესის, დამსაქმებლის ინტერესების დასაცავად. ყოველთვის იქ, სადაც ამის საშუალება გვექნება დავუდგებით ბიზნესს გვერდში, თუმცა დამსაქმებელმა და ბიზნესმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ჩვენი მოქალაქის სოციალური ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და სრულად შეასრულოს ის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)