|
2019-09-25 16:29:30, 2682 ნახვა
სამართალი
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა საზოგადოებას 6-თვიანი მუშაობის შედეგები წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 6-თვიანი ანგარიში წარუდგინა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - კახა საბანაძემ გახსნა. ანგარიშის პრეზენტაცია სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) მხარდაჭერით გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საგამოძიებო რეფორმის წარმატებით განხორციელებისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა, რომელიც გამოძიების პროცესში ხარვეზების იდენტიფიცირებას და მათ დროულად აღმოფხვრას უზრუნველყოფს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლიდან, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა. გამოძიების ხარისხის ამაღლებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმოება. ამ მიზნით, სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორები პრიორიტეტულად მუშაობენ არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებთან. აღსანიშნავია, რომ კოორდინატორებმა უკვე 100-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მსხვერპლსა და მოწმეს აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება. მსხვერპლის ინტერესების დაცვის მიზნით, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულისა და ტრეფიკინგის საქმეებზე გამოძიების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც დადებითად აისახა მიღწეულ შედეგებზე. დეპარტამენტი კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას და თანამშრომლობას სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორც გამოძიების ხარისხის გაზრდის, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.
(NS)
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)