|
2019-09-25 16:11:37, 1715 ნახვა
პოლიტიკა
„წესიერებისკენ შენ ნუ მომიწოდებ ბიჭო!“ - ხმაური პარლამენტში
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანიდატ შოთა გეწაძეს უსმენენ კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ერთამანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოსამართლეობის კანდიდატისთვის კითხვების დასასმელად გამოყოფილ დროზე მსჯელობას მოჰყვა. დამოუკიდებელი დეპუტატები თავდაპირველად ითხოვდნენ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ დროით ესარგებლათ, რადგან, მათ ამაზე შეუთანხმდნენ. ოხანაშვილმა კი მათ ამის უფლება არ მისცა. ბექა ნაცვლიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ 14:00 საათზე მას შეხვედრა აქვს, რომლის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის გამოყოფილი დრო შესაძლოა დასრულებული იყოს. დარბაზიდან გასვლისას ნაცვლიშვილმა ოხანაშვილს კიდევ ერთხელ ჰკითხა შეძლებდა თუ არა მოსამრთლეობის კანდიდატთან შეკითხების დასმას, რაზეც ოხანაშვილმა უპასუხა: „ბექა წადი, წადი შეხვედრაზე არ დაგაგვიანდეს“. აღნიშნულმა რეპლიკამ ნაცვლიშვილის გაღიზიანება გამოიწვია. „წესიერებისკენ შენ ნუ მომიწოდებ, ბიჭო! ნუ აძლევ თავს ზედმეტის უფლებას“, - მიმართა ნაცვლიშვილმა ოხანაშვილს. კომიტეტის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, ნაცვლიშვილს თავის გაკონტროლებისკენ მოუწოდა: „ბიჭო შენი სასწავლებელი მე არაფერი მაქვს, პარლამენტის წევრი ვარ თუ არა. ნახე რა, თავში აუვარდა“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)