|
2019-09-25 13:46:37, 1346 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთს კარასინის ფედერაციის საბჭოში გადასვლის მიუხედავად, საქართველოსთან დიალოგის შენარჩუნების იმედი აქვს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გრიგორი კარასინის ფედერაციის საბჭოში გადასვლის მიუხედავად, საქართველოსთან დიალოგის შენარჩუნების იმედს გამოთქვამს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. "საქართველოსთან მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნების იმედი გვაქვს. ამაზე ახლა მუშაობა მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ დიალოგის არხი ამა თუ იმ ფორმატში შენარჩუნდება", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობების საკითხებში მდივანი გრიგორი კარასინი, თანამდებობიდან 10 სექტემბერს გაათავისუფლა. აღნიშნულ თანამდებობაზე კარასინს ევგენი ივანოვი შეცვლის. მანამდე ივანოვი მხოლოდ მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. გრიგორი კარასინი თანამდბეობას 2005 წლიდან იკავებდა. 29 ივლისს გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მუშაობას ფედერაციის საბჭოში გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა. ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატში მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)