|
2019-09-25 13:10:48, 1306 ნახვა
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს - დურსუნ ჰასანოვს შეხვდა. ელჩმა ვახტანგ გომელაურს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის შესახებ აზერბაიჯანელი კოლეგის ოფიციალური მისალოცი წერილი გადასცა. ვახტანგ გომელაურმა მეზობელი ქვეყნის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროების მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა ელჩს ოფიციალური მისალოცი წერილის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა და უახლოეს მომავალში ვიზიტის დაგეგმვის მზაობა გამოთქვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)