|
2019-09-24 17:17:10, 2031 ნახვა
პოლიტიკა
ტუსკი და იუნკერი გახარიას: თქვენი ლიდერობა არსებითი მნიშვნელობისაა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცეს, - ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მილოცვაშია აღნიშნული, ევროპული საბჭო და ევროკომისია რჩებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და განაგრძობენ საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა ჩართულობისაკენ არის მიმართული. „მოუთმენლად ველოდებით თქვენთან მუშაობას ჩვენი ძლიერი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ჩვენი პოლიტიკური დაახლოების, ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის უფრო ფართომასშტაბიანი გეგმების განსახორციელებლად. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს შემდგომი კონსოლიდაციისთვის თქვენი ლიდერობა არსებითი მნიშვნელობისაა“, - აღნიშნულია მილოცვაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)